დათო ტურაშვილი: არ ვარ საქართველოში და ვარ სამშობლოდან შორს და სამწუხაროდ არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან

“არ ვარ საქართველოში და ვარ სამშობლოდან შორს და სამწუხაროდ არ ვარ იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, მაგრამ მათი სიყვარულით სავსე გულების ხმა აქაც მესმის და მიხარია რომ თავისუფლება მათთვისაც ისეთივე ბედნიერებაა, როგორც იმ წინა თაობებისთვის, ვინც ამდენი იბრძოლა ს იმპერიის წინააღმდეგ.
თუმცა ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, გაცილებით ადრე დაიწყო და მეტიც – ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის თავგადასავალია და ეს თავგადასავალი მაშინვე დაიწყო, როცა საქართველო დაიბადა.
საქართველო კი მანამ იარსებებს, სანამ თავისუფლება იქნება მთავარი მოსახვეჭელი ამ ქვეყნის ადამიანებისთვის და სანამ თავისუფლება ბედნიერებაა, საქართველოც მარადიული დღესასწაულია…” | ვკითხულობთ ს განცხადებაში, რომელსაც მისი შვილი ანაკო ტურაშვილი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს