დათო აბზიანიძე: ეს არის სოციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელსაც ოზურგეთში მოფერებით “ტენდეროვიჩს” ეძახიან მთელი გურიის ბეტონისა და კარიერების ბიზნესები მისი ოჯახისაა

ბლოგერი, დათო აბზიანიძე:
ეს არის სოციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელსაც ოზურგეთში მოფერებით “ტენდეროვიჩს” ეძახიან 🤠
მთელი გურიის ბეტონისა და კარიერების ბიზნესები მისი ოჯახისაა (სქრინზე: ბექა ძმა არის, გიორგი კი მამა). მოგებული აქვს ქოცების მინიმუმ 22 ტენდერი, წაგებული – არცერთი!
ა რ ც ე რ თ ი❗️
ჯამში დეკლარირებულად შეტყაპუნებული (მხოლოდ ტენდერებით) მის ოჯახს აქვს 4.2 მილიონ ლარამდე ხალხის ჯიბეებიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან.
გურულ ქოცებთან, ძმებ თალაკვაძეებთან არის შეხმატკბილებული და წურავენ ოზურგეთს ბოლომდე!
ეს მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებია, ამას კიდევ დაამატეთ უამრავი სხვა წვრილი ბიზნესი, მაგალითად ღვინის, რომელიც ვახუშტი მენაბდის პერსონალური ჰობი-გატაცებაა.
ახლა მთავარი, რატომ ვწერ ამას:
ვახუშტი მენაბდის ახლადდაფუძნებულ სოციალისტურ მოძრაობაში (თუ პარტიაში) შეხვდებით ისეთ მარქსისტებს, როგორებიცაა ქოცი ნასედკა ვატო შაქარაშვილის ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლი ლევან ლორთქიფანიძე. ასევე შეხვდებით, სოციალისტური მოძრაობის გულმხურვალე ტროცკისტ იდეოლოგს – გიორგი მაისურაძეს. ყველას არ ჩამოვთვლი, გოტა-შმოტა და ეგენი ბევრს არ გეცნობათ. მოკლედ, კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრის მთელი წითელი არმია!
ეს ხალხი, ვახუშტის ლიდერობით, მთელი თავდადებით იბრძვიან გარემოს დაცვისთვის და „ნამახვანჰესის“ პროექტის ჩაშლაშიც მთელი ენერგია ჩადეს. ასევე ეწინააღმდეგებიან თბილისისა და ს „ბეტონის ჯუნგლებად“ განაშენიანებას. ეს ყველაფერი ლამაზ-ფერადი იდეებია და მეც მომწონს მოსასმენად, მაგრამ:
ვახუშტას ოჯახი ამის პარალელურად გურიაში აგუგუნებს ისეთ ეკოლოგიურად დამანგრეველ ბიზნესს, როგორიცაა კარიერებისა და ბეტონის ამოღება მდინარეებიდან. თუ ამ ტიპის ბიზნესი სერიოზულ რეგულაციებში არ გაატარა სახელმწიფომ, შეიძლება გამოიწვიოს: მდინარის კალაპოტის შეცვლა, ნაპირების ეროზია, წყლის ბინადრებისა და ეკოსისტემის დარღვევა… ქოცები როგორ ძლიერ ეკო-რეგულაციებშიც გაატარებდნენ ვახუშტის ოჯახს, ალბათ, ხვდებით… მაგ მდინარეებიდან ამოღებული მასალით როგორ “ეკო-ფრენდლი” განაშენიანებასაც გვთავაზობენ ქოცები თბილისსა და ბათუმში, მაგასაც ხედავთ.
ახლა რომელიმე მემარცხენემ გამაგებინეთ, რამით ამიხსენით, ეს გურული ფეოდალი და მინიოლიგარქი რანაირად შეიძლება იყოს ქართული სოციალიზმისა და თქვენი პრინციპების სახე?
ლევაკურ ფარისევლობას ამ ქვეყანაში საზღვარი არასდროს ჰქონდა, ყველა ვინც გური-ბაჩოსავით ბიძინას ვერ შეეტენა, ახლა „აქტივისტ“ ვახუშტი მენაბდესთანაა და „ცეცხლი ოლიგარქიას“ გაჰყვირის 🤠

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს