“შეხედეთ, ვინ გვიზის ციხეში და ვინ გვაზის თავზე.
პირადად მე თუ შემეკითხებით, ასე გაგრძელება არ შეიძლება.
საკმარისად ვუსმინეთ პროპაგანდის ხმას, საკმარისად ვუსმინეთ დემაგოგებს, –
იქნებ, დროა, ისევ საკუთარ ხმას დავუგდოთ ყური?
რას გეუბნებათ?
სახლში იჯექით, აზრი არა აქვსო?
არა, ამას პროპაგანდა გეუბნებათ,” – წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი დათა თავაძე.