“დღეს 2025 წლის 22 აპრილს ჩემი მეგობარი სამი შვილის მამა, კანონმორჩილი ადამიანი ხუთი დღით ჩასვეს ციხეში უსამართლოდ და უსაფუძვლოდ:
მოსამართლე:
დავით თეთრაული
, რომელმაც უგულებელყო ყველა მტკიცებულება. არ გაითვალისწინა არცერთი თვალსაჩინო მტკიცებულება, არ დაუშვა დაცვის მხარის მოწმეები დარბაზში, მიკერძოებული იყო ბრალდების მხარის სასარგებლოდ. არ დააკმაყოფილა მისი აცილება.


ბრალმდებელი:
თამთა ქიმბარლიშვილი
, რომელიც განსაკუთრებული მონდომებით ცრუობდა უტიფრად და ცდილობდა ყოფილიყო ცინიკური, და ამის საფუძველზე ითხოვდა ადმინისტრაციულ პატიმრობას.


მოწმე:
ერეკლე ბედოიძე
, რომელმაც ასევე უტიფრად იცრუა და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. თქვა, რომ აფრთხილებდა ჩემს მეგობარს, რომელიც თითქოს ცდილობდა გზის სავალ ნაწილზე გადასვლას, მაშინ როდესაც გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ასრულებს დავალებას, უკნიდან ეპარება და იჭერს საფეხმავლო ბილიკზე მდგომ ჩემს მეგობარს.


მოწმე:
გიორგი მათიაშვილმა
, რომელიც დაკავების ადგილას არ იმყოფებოდა, მაგრამ მისცა ცრუ ჩვენება, რომ ჩემი მეგობარი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას. რითაც მან ასევე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.


თითოეული ზემოთ ხსენებული ადამიანი რეპრესიული რეჟიმის ნაწილია და სრულად იზიარებს როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე სასამართლო კლანის პასუხისმგებლობას.
სანამ რომელიმე მათგანი რჩება მართლმსაჯულების და სამართალდაცვის სისტემაში, სამართლიანი სახელმწიფო საქართველოში არ იარსებებს.
რაც ნიშნავს, რომ არცერთი ჩვენგანი არ არის და არ იქნება დაცული ანგარიშსწორების და შურისძიებისგან,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.