დავით მარდალეიშვილი: ჰოდა, ჩათვალა, რომ ყაველაშვილი საუკეთესო კანდიდატურა იყო, დღეისთვის. დანარჩენი აბანოში გამოჩნდება!

იურისტი დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
მოდი, ცოტა უხეშად დავწერ, რადგან ვისაც ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს (უფრო ხელისუფლების მხარდამჭერებს ვგულისხმობ) საკმაოდ უხეშობენ, ამ თემაზე.
ზუსტად მათთვის ვწერ:
დაიწყებენ პოსტს, ფრაზით – “მართალია, “ქართული ოცნების” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო…” და მოჰყვებიან ყაველას ლანძღვას…
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ, კაცს “უწიგნურს” სანამ უწოდებთ?!
რა შეამჩნიეთ უწიგნურობის? თქვენსავით პოსტებს რომ არ წერს ყველაფერზე, გეხებათ თუ არა, მაინც?! სადმე წაასწარით, წიგნს რომ უხეშად ეპყრობოდა?! თუ საუბარში რომ არ ხმარობს “ნარატივს” და “პერფორმანსს”?!
უბრალოდ, აღიარეთ, რომ კანდიდატურა ვერ გამოიცანით და ახლა, ამართლებთ ამას!
ზოგადად, კი კანდიდატურას როცა იწუნებ, უნდა თქვა, კონკრეტული მიზეზი, თორემ “ეს უკეთესი იქნებოდა”, გრამაფონშია. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. ვინც მისი კანდიდატურა დაასახელა, თქვენს მიერ უკეთესად ჩათვლილებსაც თქვენზე უკეთ იცნობს და ყაველაშვილს ხომ იცნობს და იცნობს.
ჰოდა, ჩათვალა, რომ ყაველაშვილი საუკეთესო კანდიდატურა იყო, დღეისთვის.
დანარჩენი აბანოში გამოჩნდება!
ღმერთმა ნუ ჰქნას და თუ შეცდება, ადექით და მერე გააკრიტიკეთ. ახლა, იტყვით, მერე გვიანი იქნებაო. ახლა, თუ ადრეა, ხომ დილიდანვე გაითვალისწინებენ თქვენს შენიშვნებს და შეცვლიან კანდიდატურას!
არ გინდათ, ეს “სტოპერიოტების” დაჭერა, “ხომ ვამბობდის” პონტში – არ არის მაინცდამაინც დადებითი თვისება!
იმაში კი დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კიდევაც რომ შეცდეს “ოცნება” და არ გაამართლოს ყაველამ, ის კაცი, ვინც მისი კანდიდატურა წარმოადგინა, იმდენ დადებითს გაუკეთებს, 5 წელიწადში, ჩვენს ქვეყანას, რომ ეს პრობლემა ვერაფერს დაგვაკლებს, მხოლოდ ნერვებს თუ მოგვიშლის, როგორც დღეს ხდება, – სალომე ყეფს, საქმე კეთდება!
რაც მთავარი და უმთავრესია, ყაველაშვილი არის უღალატო, ერთგული და უსაზღვროდ უყვარს სამშობლო!
…და კიდევ ერთი, ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი, ყაველაშვილს არ აქვს დიპლომატის მთავარი თვისება – არ არის მოთამაშე (ფეხბურთს არ ვგულისხმობ) და არ შეუძლია, ერთი თქვას და მეორე აკეთოს.
მიშასდროინდელი ტიპის სახელმწიფო რომ გვქონდეს, მაშინ ყაველაშვილი, სავარაუდოდ, არ გამოგვადგებოდა ქვეყნის პირველ პირად, მაგრამ დღეს, როდესაც პრეზიდენტი, საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე, სალომესავით, თუ რაიმეს გააფუჭებს, თორემ მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს, ზუსტად ზედგამოჭრილია ყაველაშვილისნაირი მართალი და ერთგული კაცი!
ამიტომ, სალომეს ნაადრევად მაქებრების სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, თუ ვერ ითმენთ, კლავიატურა გიხმობთ და აუცილებელია, რაიმე დაწეროთ, დაწერეთ ზოგადი პოსტი, ასეთი ტიპის – “დრო გამოაჩენს, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ”!
ეს რჩევაა, თუმცა ჩემი რჩევები ფეხებზე არ გკიდიათ?!
P.S. თქვენი გადამკიდე, “ლივერპული”-“რეალის” პირველი ტაიმი გავმაზე!

ასევე დაგაინტერესებთ