დავით ზურაბიშვილი: ტრამპი: პრივეტ მიშა!

“ტრამპი: პრივეტ მიშა!
მელანია (ცოტა მოგვიანებით): ასე კაი ძმაკაცივით რომ ესალმები, ის მაინც თუ იცი ვინაა?
ტრამპი: რას ჰქვია არ ვიცი? ბაიდენივით სკლეროზი კი არ მჭირს! მიშაა რა, ჯორჯიის პრეზიდენტი. არის ასეთი ქვეყანა, ნამყოფი ვარ მაქ რომელიღაც ზღვისპირა ქალაქში. კაი პატივი მცა მაშინ მიშამ, მაგრად მაგრიალა.
მელანია: ის სხვა მიშა იყო კაცო.
ტრამპი: ჰოო? მე მეგონა წვერ-ულვაშმა შეცვალა ასე. ის მიშა სადაა?
მელანია: ის დაჭერილია, ზის.
ტრამპი: რას ამბობ? ამ მიშამ დაიჭირა ის მიშა?
მელანია: არა, ეს ვისი დამჭერია? იქ არის ერთი ტიპი, ბიძინა, ისაა ბოსი და ეს მიშაც იმის კაცია. სხვათა შორის ჩვენი მეზობელია სეიშელებზე.
ტრამპი: ჰმ, პირველად მესმის ეგეთი სახელი. ჩინელი ხომ არაა?
მელანია: არა, კაცო რა ჩინელი! სულ ჩინელები როგორ უნდა გელანდებოდეს ყველგან?
ტრამპი: რა ვი მე: ბი-ძი-ნა, სი-ძი-პინი… რა განსხვავებაა?
მელანია: როგორ არ გახსოვს სეიშელებიდან? ორმოც მეტრშია ჩვენგან მაგის აგარაკი, ჩვენზე ცოტა დიდი სახლი რომ დგას…
ტრამპი: რაო? ჩვენზე დიდი სახლიო?
მელანია: ნეტაი ერთი შენ რა…
ტრამპი: ისე ახლა გამახსენდა, ამასწინეებზე პარიზში რომ ვიყავი, იქ გამაცნო ემანუელამ ჯორჯიის პრეზიდენტიაო, მაგრამ ის მგონი ქალი იყო.
მელანია: ეგ სალომე იქნებოდა.
ტრამპი: შალომ? ებრაელია?
მელანია: არა, ფრანგი. პარიზშია დაბადებული და გაზრდილი…
ტრამპი: დაიცა, დავიბენი ახლა, აქეთ ფრანგი, იქით ჩინელი… რა რთული ქვეყანა ყოფილა, იბიომატ! და ეს მიშა რა მოხელე ნაჩალნიკია?
მელანია: ფეხბურთელი.
ტრამპი: ვაჰ, ჩემი კაი…
(გაგრძელება იქნება)” – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ