ლიგა 2-ის მე-19 ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 84-ე წუთზე შეცვალა.
„ბორდო“ 22 ქულით მეცამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 6 იანვარს თასზე გასვლაზე მესამე ლიგის „ენტენტესთან“ ჩაატარებს.
დიუნკერკი – ბორდო 0:2
გოლები: 0:1 ვიპოტნიკი (4), 0:2 ელისი (71)