“დავბრუნდები დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია პლატფორმიდან” – რუსა შელიამ “იმედი” დატოვა

ტელეკომპანია იმედის უკვე ყოფილი თანამშრომელი, რუსა შელია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტოვებს “იმედს” და დაბრუნდება დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მედია პლატფორმიდან. იგი სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს წარმატებები სურს დასავლურ გზაზე. უცნობია, გახდა, თუ არა, სწორედ ეს უკანასკნელი მისთვის, სამსახურის დატოვების მიზეზი.
რუსა შელია:
არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ