“დავასრულებთ ამ ჯოჯოხეთს! ბრძოლა ბოლომდე!” – ნიკო მანაგაძე

დღეს სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის გამოიყენეს. ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს მანაგაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი.
მოგვიანებით, როცა ნიკო მანაგაძესაც დაურეკეს კომენტარისთვის, მისი კომენტარის ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდი დედასთან აღარ აქვს ურთიერთობა, გამოიყენეს ახალი მესიჯბოქსისთვის.
რავი, სად გინახავთ შეჩერებული ნიკო? (რა ტიპის მორალური თუ ამორალური წნეხიც არ უნდა იყოს, რა მასშტაბის თუ სიმძაფრის..)
ვდგავარ იქ, სადაც დგას საქართველო! ასე იყო და იქნება ყოველთვის! ბრძოლა ბოლომდე!
დავასრულებთ ამ ჯოჯოხეთს!
აქტივისტი და სტუდენტი ნიკო მანაგაძე ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. ის უკვე რამდენიმე კვირაა თსუ-ში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობს.
7 ივნისს თსუ-სთან მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა.
ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია