დაგეგმილი ჰქონდათ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას, შვიდასივე ევროდეპუტატს მიეღო მონაწილეობა პერფორმანსში, მაგრამ ასამდე დეპუტატი იყო, როგორც ჩანს, მეტი ვერ დაალაგეს

დაგეგმილი ჰქონდათ, ს გამოსვლისას, შვიდასივე ევროდეპუტატს მიეღო მონაწილეობა პერფორმანსში, მაგრამ ასამდე დეპუტატი იყო, როგორც ჩანს, მეტი ვერ დაალაგეს
დაგეგმილი ჰქონდათ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას, შვიდასივე ევროდეპუტატს მიეღო მონაწილეობა პერფორმანსში, მაგრამ ასამდე დეპუტატი იყო, როგორც ჩანს, მეტი ვერ დაალაგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინასწარვე ჰქონდა ინფორმაცია, რა სარგებელი უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს მისი ევროპელი მეგობრებისგან.
„დაგეგმილი ჰქონდათ, შვიდასამდე დეპუტატს მიეღო მონაწილეობა ამ პერფორმანსში და ჩემს თვლაზე დიდი ამბავი აქვთ და კონკრეტულ ციფრებს ალბათ არ დავასახელებ, მაგრამ ასამდე დეპუტატი იყო ვინც ამ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. მეტი ვერ დაალაგეს, როგორც ჩანს, მათი მოლოდინის მიუხედავად, დარბაზში ფიზიკურად მეტი არ იყო. არ ვიცი, ეს კენჭისყრის წინ ვერ მოხერხდა და სხვა დროს გამოვიდა თუ არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს, რა ე.წ ბენეფიტი, უნდა მიეღო მისი ევროპელი მეგობრებისგან. იმ ადამიანებისგან, რომლებზეც გავლენა აქვთ მის პატრონებს და დავალების მიმცემებს. ჩვენ რომ გვამუნათებენ გუშინდელს მერე, არათუ წარსულში მომხდარი ამბავი სწორად ვიცით ხოლმე, არამედ წინასწარ ბევრი რაღაცა ვიცით. აღმოჩნდა ეგერ ერთ-ერთი მტკიცებულებაც ეს არის, რა მოხდებოდა მომავალში, გუშინვე მოგიყევით, ყველა კამერას ჩაწერილი და გადაღებული აქვს. გავრცელდა კიდევაც ინფორმაცია ამ ჩემი განცხადების შესახებ და დღეს ერთი-ერთში ის სურათი ვნახეთ რაც მე გუშინ მოგიყევით წინსწრებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.