გუსტავ კლიმტის დაკარგული პორტრეტი აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა

გუსტავ კლიმტის ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ვენაში, აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა.
ავსტრიელმა მოდერნისტმა მხატვარმა აღნიშნულ ტილოზე („ფრაულეინ ლიზერის პორტრეტი) მუშაობა 1917 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო და ეს მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევრად ითვლება.
ნახატი ჰონგ კონგელ პრეტენდენტს გადაეცა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ცნობილი არაა.
აუქციონის სახლის განაცხადებით „ასეთი იშვიათი, მხატვრული მნიშვნელობისა და ღირებულების ნახატი ათწლეულების განმავლობაში, ცენტრალურ ევროპაში, ხელოვნების ბაზარზე ხელმისაწვდომი არ ყოფილა“.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია