“გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას, ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას” – თბილისში “ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023” მიმდინარეობს

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023” – საქართველოში წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა იმართება. ფორუმის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს გადაწყვეტილების მიმღები პირები საქმიანობის სხვადასხვა სფეროდან, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ პრობლემური საკითხები და შეაჯამონ ბიზნეს სექტორში არსებული მიღწევები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული “ევროპული ბიზნეს კლიმატის 2023” წლის კვლევის შედეგები, რომელშიც თავმოყრილია ქვეყნის განვითარების სამომავლო ნაბიჯები და შეფასებულია რეფორმები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივიდან.
პრეზენტაციის შემდეგ, “ფინანსებზე წვდომის” საკითხზე, პანელური დისკუსია გაიმართება. ფორუმს ესწრებიან ევროპული ბიზნეს ასოციაციის და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის წევრები. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ევროკავშირის ელჩის, ს თქმით, საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ევროპაში ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნესკლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნესასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნესკლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და პირობების შექმნას როგორც ქართული ბიზნესისთვის ევროპაში, ისე ევროპული ბიზნესის ინვესტიციებისთვის საქართველოში. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაა და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი ამის ნაწილია პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, რომელიც დაგვეხმარა ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებაში,” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით