“გული დამწყდა, რომ ასეთი სასტიკი ხალხი არსებობს მსოფლიოში” – პერის ჰილტონის 10 თვის ვაჟი ონლაინ ბულინგის სამიზნე გახდა: როგორ პასუხობს ვარსკვლავი საზოგადოებას?

“გული დამწყდა, რომ ასეთი სასტიკი ხალხი არსებობს მსოფლიოში” – პერის ჰილტონის 10 თვის ვაჟი ონლაინ ბულინგის სამიზნე გახდა: როგორ პასუხობს ვარსკვლავი საზოგადოებას?
· 86
ამე­რი­კელ­მა ვარ­სკვლავ­მა პე­რის ჰილ­ტონ­მა აღი­ა­რა, თუ რამ­დე­ნად და­ზა­რალ­და, რო­დე­საც მისი 10 თვის ვაჟი ფე­ნიქ­სი ონ­ლა­ინ ბუ­ლინ­გის სა­მიზ­ნე გახ­და.
ქალ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა, სა­დაც წერ­დნენ, რომ მის შვილს უჩ­ვე­უ­ლო ზო­მის თა­ვის ზომა და ფორ­მა ჰქონ­და, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სი იყო ექი­მის­თვის მი­ე­მარ­თა.
“ჩვე­უ­ლებ­რივ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამ ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხის ღირ­საც არც მი­ვიჩ­ნევ­დი, მაგ­რამ გული დამ­წყდა, რომ ასე­თი სას­ტი­კი ხალ­ხი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში”, – ამ­ბობს პე­რი­სი.

“არ მჯე­რა, რომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ასე­თი უხე­შე­ბი და სას­ტი­კე­ბი პა­ტა­რა უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვის მი­მართ. შე­გიძ­ლია რაც გინ­და თქვა ჩემ­ზე, მაგ­რამ ის ხომ ჩემი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზია. და თუ ვინ­მე ოდეს­მე რა­მეს იტყვის მას­ზე ან მის გრძნო­ბებს შე­უ­რა­ცხყოფს, ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ მას“, – დაჰ­პირ­და მას ვარ­სკვლა­ვი დედა.
პე­რის­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ დე­დებს, ვინც მის­თვის ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მხარ­და­ჭე­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რა და და­არ­წმუ­ნა, რომ მისი შვი­ლი ლა­მა­ზია.
შე­გახ­სე­ნებთ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ჰილ­ტონს ურ­ჩი­ეს, სას­წრა­ფოდ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ფე­ნიქ­სი ექი­მის­თვის, რად­გან ბავ­შვს უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი თავი ჰქონ­და. პე­რი­სი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და უბ­რა­ლოდ „დიდი ტვი­ნი“ აქვს.