გრიგორიადისის დედა: სამართალს ვერ ვგრძნობ, ვერ მივხვდი, რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში

ყველაზე მძიმე იყო ეგ ფაქტი, როდესაც ვუყურებდი, რას ამბობდნენ ლაზარეზე. ჯერ ვერ დავიჯერე იმიტომ, რომ რაღაც ხუმრობა მეგონა და ცოტა სიცილი ამიტყდა. მერე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა, უბრალოდ შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, გინდაც არ ჰყავდეს, ასეთ რაღაცებს ლაპარაკობდა ჩემს შვილზე. ძალიან გულსატკენი იყო. […]
ძლივს გავძელი, ველოდი, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ჯერჯერობით, სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში. მაგრამ, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, დაველოდოთ.

ასევე დაგაინტერესებთ