გოშევსკა: რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას?

კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩებში გადის და ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის. იბრძვის პრორუსული პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ქვეყანა სკენ დამალვის გარეშე მიჰყავს. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციების სლოგანია – გაიღვიძე საქართველო. იგივეს ვიტყოდდ – გაიღვიძე ევროპა და დავდგეთ ერთად მომიტინგეების გვერდით.
ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, “ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?'” რას ელოდებით? სისხლის ღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს. უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან და დავეხმაროთ მათ.