გორში ძაღლი იარაღით მოკლეს | დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს – შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.