შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თუმცა შსს აღნიშნავს, რომ „სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს“.
პოლიცია აცხადებს იმასაც, რომ ცნობები, რომ ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფორუმი
