““გორგიადან” წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე“ — წერს გიორგი თურქაძე, “გორგიას” მარკეტინგის სამსახურის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში.
თურქაძე ამბობს, რომ ის აქციაზე ყოველდღე დადის.
“მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით.რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე,” – ვკითხულობთ მის პოსტში.