გონჩარეკნო, როგორც ჩანს, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეკეთა მკერდზე –

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით:
“გონჩარეკნო, როგორც ჩანს, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეკეთა მკერდზე. ეს ადამიანი ქართული ნაცური მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო სულ რაღაც თვეების წინ და დღესაც არ უჭირთ მისი მესიჯების გახმოვანება. ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით და თურმე მართლები ვყოფილვართ მასთან,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, როგორც დღეს აღმოჩნდა, გონჩარენკო რუსეთისა და უკრაინის ერთიან არმიაზე საუბრობს:
“ეს ადამიანი რადიკალური მედიისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი საუბრობს რუსეთისა და უკრაინის ერთიან არმიაზე, რომელიც ნამაშამდე ჩავა. ვფიქრობ, ეს ნარატივი უხერხული და დამაფიქრებელია. მე მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ჩვენში ადიდებდა გონჩარენკოს და მას განსაკუთრებულად ელაქუცებოდა, დღეს რას ფიქრობენ ამ ადამიანზე და რა კომენტარს გააკეთებდნენ მის ამ განცხადებაზე”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილე რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს