გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

გმირთა მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, დასრულდა.
აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებას ხვალ, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
ამ წუთებში, გმირთა მოედანზე გაშლილ ორ კარავს და შესაბამის ინვენტარს იღებენ, რის შემდეგაც, მოძრაობა მთლიანად აღდგება.
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მსვლელობით მივიდნენ. მათ ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალებიც.
აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო