გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა – 4 ქალი და 4 კაცი

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა.
ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაშავებულის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.
ცნობილია, რომ დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.
-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას