გლობალური კორპორაციების საწყობები გადაიტვირთა

მსოფლიოს 4,3 ათასზე მეტი წამყვანი სამრეწველო კორპორაციის საწყობებში პროდუქციის ჭარბი რაოდენობა სექტემბრის ბოლოსთვის 2,1 ტრლნ დოლარად შეფასდა, რაც 2019 წლის დეკემბერთან, ანუ კოვიდპანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 30%-ით მეტია. ინფორმაციას იაპონიის წამყვანი ეკონომიკური გაზეთი, Nikkei ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, გაუყიდავი საქონლის ზრდა პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვის მოშლამ გამოიწვია, თუმცა მთავარი ფაქტორი, ასევე, ჩინეთსა და ევროკავშირში ბიზნესკონიუნქტურის ბოლოდროინდელი შენელება, ანუ მოთხოვნის შემცირებაა.
ექსპერტები ამბობენ, რომ საწყობების გადატვირთულობა გლობალრი ეკონომიკური მდგომარეობის საერთო გაუარესების მთავარ ფაქტორად იქცა და ის მსოფლიო მასშტაბით სამრეწველო წარმოებას შემცირებით ემუქრება.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ