გიორგი ცინცაძე: დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ბათუმის მერი – წინ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ

გიორგი ცინცაძე: დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ს მერი – წინ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ
წინ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადა. გიორგი ცინცაძის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბათუმის მერობა. „ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია. ამ ქალაქთან მაკავშირებს ჩემი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებები, პირველი მეგობრები. ჩემთვის ძალიან დიდ პატივთან ერთად, ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ ქალაქის მერი. წარმატებული რეგიონები არის მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რაც ჩვენი მოსახლეობის ნება და ძირითადი არჩევანია“,- აცხადებს გიორგი ცინცაძე.
გიორგი ცინცაძის განცხადებით, ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი მხოლოდ ტურიზმის, პორტის და სამშენებლო სექტორით არ უნდა შემოიფარგლოს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ინდუსტრიული ზონების განვითარებას. „ვფიქრობ, რომ ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ პორტის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორის მიმართულებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ინდუსტრიული ზონის, თანამედროვე სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს მცირე და საშუალო ბიზნესს. მეტი ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ, როგორც უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრების შესაქმნელად. 21-ე საკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული სერვისების განვითარება, რაც უფრო გაუმარტივებს ჩვენს ბათუმელებს და ასევე, ვიზიტორებს სერვისების მიღებას“,- აცხადებს გიორგი ცინცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იმ ბეწვის ხიდზე, რომელზედაც დღეს საქართველო გადის, ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალება ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ პოლიტტექნოლოგიური და გარკვეულწილად მორალური თვალსაზრისითაც

თუ ქართულ “ფარას”კანონს არ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ! საქართველოს დაშანტაჟება, მუქარა და არეულობის მოწყობა უნდა დასრულდეს, იცოდეს მტერმაც და მოყვარემაც, ჩვენ ამას არ შევეგუებით

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით