““დღევანდელი ოპერაცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სარეიდო მოქმედებად შევა თანამედროვე საომარი მოქმედებების ისტორიაში.
წყარომ ოპერაცია ჭადრაკის მრავალსაფეხურიან სვლად შეაფასა — რუსები თავდაპირველად “წახალისებულნი” იყვნენ, რომ მეტი თვითმფრინავი გადაეყვანათ კონკრეტულ ბაზებზე, მას შემდეგ რაც უკრაინამ სხვა ბაზებზე დარტყმები განახორციელა.
შეტევამდე სამი დღით ადრე, დაცვის მიზნით, ოლენიას აეროდრომზე, მურმანსკის ოლქში, ათობით თვითმფრინავი იყო გადაყვანილი, როგორც მაშინდელი ანგარიშები იუწყებოდა. სწორედ აქ დადგა ყველაზე დიდი ზარალი.
რუსეთს შედარებით მცირე რაოდენობის ფუნქციური სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავს — სავარაუდოდ, ჯამურად 90-ზე ნაკლები Tu-22, Tu-95 და უფრო თანამედროვე Tu-160.
ამ თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, თუმცა მათ ბოლო პერიოდში უკრაინული ობიექტების წინააღმდეგ ჩვეულებრივი ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ, მათ შორის გასულ კვირასაც. ამის გამო ისინი უკრაინელი სამხედრო სტრატეგებისთვის უმაღლესი პრიორიტეტის სამიზნეებად იქცნენ” – წერს გავლენიანი ეკონომისტი.
სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის ფაქტიურად ნახევარი გაანადგურეს ნულოვანი დანაკარგით, ერთი ოპერაციით


.




პ.ს. გამოყენებული მოკლე მანძილის დრონები და შესაბამისი აღჭურვილობა მთლიანად უკრაინული წარმოების არის, ხოლო უკუკავშირისთვის რუსული მობილური ოპერატორები იქნა გამოყენებული
, როგორც აღნიშნულია სტატიაში,” – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

