გიორგი ქადაგიძე: ასე მივიღებთ ნამდვილად ევროპულ ქვეყანას, სადაც ადამიანები თვითონ მართავენ და ქმნიან საკუთარ მომავალს, ქვევიდან ზევით და არა პირიქით

“უმაგრესი იქნება, თუკი ყველა ეს თვითორგანიზებული ჯგუფი, ოლიგარქიის ჩამოშლის მერე გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას თავისი სფეროს განვითარებაში/მართვაში, იქნება ეს მედიცინა თუ თეატრი, კინო თუ აიტი, მთა თუ ბარი, ქალაქი თუ უბანი, ქვეყნის მმართვის ყველა დონეზე. ასე მივიღებთ ნამდვილად ევროპულ ქვეყანას, სადაც ადამიანები თვითონ მართავენ და ქმნიან საკუთარ მომავალს, ქვევიდან ზევით და არა პირიქით. ზუსტად ასე დავიწყებთ ისეთი საოცნებო ქვეყნის მშენებლობას, სადაც ნებისმიერი იპოვის საკუთარ თავს და ადგილს.
დღეს დიდი დღე იყო, ძალიან დიდი, სხვა სიტყვები უბრალოდ არ მაქვს,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა