გიორგი ჟამერაშვილი: ეს ფოტო ახლახანს მაჩვენეს… 2007 წლის 7 ნოემბერია – დღე როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია

“ეს ფოტო ახლახანს მაჩვენეს და ვისაც შედარებები უყვარს იმ ქოცებისთვისაა
2007 წლის 7 ნოემბერია – დღე როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გუნდს ჩამორჩენილი პოლიციელი დაიჭირეს და სხვადასხვა ქმედებებით ფიზიკურად გაუსწორდნენ – ფოტოზეც ხედავთ უკან ჯოხის მომქნევ ადამიანს და ფიზიკური ძალადობის შედეგს პოლიციელის სახეზე. პოლიციელს მრავალი ოპერაცია დაჭირდა
პოლიციის დასისხლიანებისთვის არავინ დასჯილა. არც იმ ხალხისთვის დაუძახიათ უსამშობლო რადიკალები.
ქოცებო, თქვენ სილის გაწვნაზე და უბრალოდ ბოთლის სროლაზე რომ გენთებათ, ამაზე რას იტყვით?” – წერს ფოტორეპორტიორი გიორგი ჟამერაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით