გიორგი კობერიძე: ეს ყველაფერი რაც საქართველოში ხდება უკვე იმ ზღვარზეა მისული, რომ საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ორი შედეგიდან ერთით…

“ეს ყველაფერი რაც საქართველოში ხდება უკვე იმ ზღვარზეა მისული, რომ საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ორი შედეგიდან ერთით:
1. საქართველო გახდება რუსული ტიპის ავტოკრატია შუა აზიური პოლიტიკური ელიტით. იქნება სიღარიბე და იზოლაცია. რეჟიმი რამდენიმე თვეში თითქმის სრულად გაიმყარებს პოზიციებს სხვათა შეზღუდვის, დახურვის, დაკავებისა და დაშინების ფონზე. არაღიარებული მთავრობისა და იზოლაციის პირობებში საერთაშორისო დახმარება შემცირდება ან აღარ შემოვა, გადაადგილებაც შეიზღუდება, ხოლო გატეხილი მოქალაქეები წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ რეჟიმს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხალხი იქნება დაშინებული და გაღარიბებული. ქვეყნის მოსახლეობა უპერსპექტივობაში აღმოჩნდება. სანქცირებულ და პრო-რუსულ ქვეყანაში ტურისტი აღარ შემოვა, ხოლო რუსული კოლონიზაციის პირობებში ბიზნესელიტა რუსული გახდება.
ხელისუფლება ჩათვლის, რომ ხალხმა ყველაფერი აიტანა, ყველაფერს შეეგუა, ყველაფერს თავი დაუხარა. ამით გათამამებული რეჟიმი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას დაიწყებს. საბოლოოდ ჩამოვშორდებით დასავლურ კურსს, დავრჩებით მარტო რეგიონში, სადაც მარტო დარჩენა სუვერენიტეტის დასასრულს მოასწავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანა ჩინურ-რუსულ-ირანულ ღერძში ჩაიძირება. ეს ყველაფერი სულ რომ ხელისუფლებას არც უნდოდეს კრემლის დაკვეთა იქნება ასეთი და დაკვეთა შესრულდება, რადგან რეჟიმი ბოლომდე იქნება დამოკიდებული მოსკოვზე.
2. საქართველოში ვერცერთი რეჟიმი ვეღარ გაატარებს რუსულ კურსს. ახალი თაობა თავისუფლების ღირებულებებითაა გაზრდილი და მოსახლეობა საკუთარი ძალის მნიშვნელობას შეიგრძნობს. ეს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების საფუძველი გახდება. ურთიერთაპტივისცემა გაიზრდება და საბოლოოდ დავამარცხებთ იმ მანკიერ გამოთქმას “არაფერი არ გვეშველებაო” უნებლიედ რომ წამოვიძახებთ ხოლმე. ქვეყანა დაწინაურება როგორც კავკასიაში ისე აღმოსავლეთ ევროპაში და გახდება ანგარიშგასაწევი და პატივსაცემი ძალა.
წყალგამყოფზე ვართ.
რომ ნახოთ რუსული სამხედრო და სოციალური ონლაინ არხები როგორ უჭერენ მხარს რეჟიმს და როგორ ლანძღავენ ხალხს ვერ დაიჯერებდით. ჩვენს მტერს ეზიზღება საქართველო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ეზიზღება თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველო. სიტუაცია ბევრად სერიოზულადაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,” – წერს სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკის მკვლევარი გიორგი კობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ