გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე: ამჯერად რამდენიმე ასეული რუსია ამ სიაში. მათი უმრავლესობა თავისი ფეხით ტოვებს ქვეყანას

ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:
საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ლატვიაში: ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 25% კოლონიალიზმის შედეგად ჩასახლებული რუსია, იმ რუსების დეპორტაცია დაიწყო, რომელთაც ლატვიური ენის სწავლასა და ინტეგრაციაზე უარი განაცხადეს. ამჯერად რამდენიმე ასეული რუსია ამ სიაში. მათი უმრავლესობა თავისი ფეხით ტოვებს ქვეყანას.
რუსები ლატვიაში ს იმპერიული და საბჭოური კოლონიალიზმის შედეგად მოხვდნენ იქ და კოლონიურ ელიტად გრძნობდნენ თავს. ის ფაქტი ცნობილია, რომ რუსები თითქმის არასდროს არ სწავლობენ იმ ენას, რომელ ქვეყნებშიც იმყოფებიან, მით უფრო თავიანთ ყოფილ კოლონიებში. მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ რუსული იმპერიის ან საბჭოთა რუსეთის დრო აღარაა და ასე არავინ მოუთმენს ენის უგულებელყოფას.
ლატვიელებმა დამოუკიდებლობის შემდეგ პრინციპული პოზიცია დაიკავეს და ადგილზე მცხოვრებ იმ რუსებს მოქალაქეობა არ მისცეს, რომლებიც კოლონიალიზმის შედეგად მოხვდნენ ქვეყანაში და ენის სწავლასა და ინტეგრაციაზე უარი განაცხადეს. რუსები მოსკოვს დახმარებას 90-ნი წლებიდან სთხოვდნენ, ხოლო 2022 წლამდე შუა რიგაში პერიოდულ დემონსტრაციებსაც კი მართავდნენ ხოლმე, მოდი ვლადიმერ შემოდი ლატვიაშიო, მაგრამ ლატვია მყარად შეხვდა რუსულ მუქარას და დღეს ფუნქციური სახელმწიფოა. არადა რაც რუსეთმა ლატვიელები ციმბირში ასახლა და მათი უმრავლესობა საკონცენტრაციო ბანაკებში მოკლა, დარჩენილებისათვის კი ტვინის გამორეცხვა სცადა, ცოტა ხალხისთვის გაუკეთებიათ ასე მასშტაბურად. მაგრამ ლატვიურ საზოგადოებას სტოკჰოლმის მორჩილებისა და მოძალადის შეყვარების სინდრომი არ გასაჩენია და საკუთარი ისტორიის შემხედვარე ბრძოლა ამჯობინა.