გიორგი კეკელიძე – დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე – მივდივარ ამაყი და თავაწეული

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობის წლებს კიდევ ერთხელ აჯამებს და აცხადებს, რომ ის ამაყი და თავაწეული მიდის.
„იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის და ვუთხარი, რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული. რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით. და ამ ქმნის პარალელურად არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი, რადგან ვიცოდით, რომ ადამიანი არის მთავარი, რომ წიგნს ქმნის ადამიანი, რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე და წიგნს კითხულობს ადამიანი და რომ მთავარი არიან თვითონ, ადამიანები სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი და რომ ადამიანი არის არჩევანი და ხანდახან უარჩევნობაც და რომ ცხოვრება გრძელდება და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი“,- წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან