გიორგი თავდგირიძე: ხვალ ყრილობა აქვთ. არც ადგილს ამბობენ და არც დროს. ან ჩუმად ამბობენ. მოკლედ შეუსაბამოდ მოკრძალებულად აპირებენ ამ ბუმბერაზი მოვლენის გადაგორებას

“ხვალ ყრილობა აქვთ. არც ადგილს ამბობენ და არც დროს. ან ჩუმად ამბობენ. მოკლედ შეუსაბამოდ მოკრძალებულად აპირებენ ამ ბუმბერაზი მოვლენის გადაგორებას. მესმის, პროტესტს არ ძინავს, პოლიციელებს ეზარებათ თქვენი დაცვა, დეპუტატებს მოსვლა, კანდიდატები ფეხს ითრევენ, თანამდებობის დაკავება მეგობარი აქტის ფონზე ფრიად სარისკო გახდა, მომხრეების მობილიზება ჭირს ( გაძვირდა მოახლოებული კრახის გამო), შორსაა, ამერიკა აქვეა ყურის ძირში, მოკლედ ბევრი შარი და ხიფათია დადარაჯებული, მაგრამ ახლა ყრილობის არ ჩატარება კიდე უფრო დიდი კატასტროფა იქნება.
პ.ს. ხალხი უკვე ნერვიულობს, დროზე გვამცნეთ დრო და ადგილი. ნუ გაუცრუებთ იმედებს საპროტესტო საზოგადოებას,” – წერს სოციალურ ქსელში ,,ფარის” დამფუძნებელი გიორგი თავდგირიძე.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.