გიორგი ვაშაძე – მთავარია დიდი გამარჯვებისთვის, ხალხის გამარჯვებისთვის მოვემზადოთ

“გამარჯვების კოალიციამ” – “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ტურნეს დასკვნითი შეხვედრა კახეთში გამართეს.
როგორც, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება.
მისივე თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებული სიკეთეები საქართველოს მოსახლეობაზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აისახოს:
“ვასრულებთ ტურნეს საქართველოს გარშემო, დღეს კახეთში ვართ, თელავი გვაქვს ბოლო, დასკვნითი შეხვედრა. მთავარი არის, რომ დიდი გამარჯვებისთვის, ხალხის გამარჯვებისთვის მოვემზადოთ. 2023 წელს ხალხმა გაიმარჯვა “ქართულ ოცნებაზე” და გავხდით კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის, ახლა უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, რომ დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში. სიკეთეები რაც არის ევროკავშირში, უნდა მოვიტანოთ საქართველოში; სოფელში, ქალაქში, ყველგან აბსოლიტურად, რომ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ტერიტორიული მთლიანობა, რაც მოაქვს ევროკავშირს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიტანოთ საქართველოში”, – განაცხდა ვაშაძემ