გიორგი ვაშაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია

გიორგი ვაშაძეს ბოდიშის მოხდა მოუწია
ბოდიშს იხდის ტერმინ აუტისტის დამაკნინებელი კონტექსტით გამოყენების გამო. საკითხი ეხება 19 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ირაკლი კობახიძის დამცირების მიზნით, მან პრემიერს აუტისტი უწოდა.
“გუშინ “ტვ პირველზე”, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.
ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ. რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა. ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის ყველა წევრს.”- წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუქზე.
იხილეთ ვიდეო:
Next: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის ვინმეს უფლებების შელახვა. ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით