გიორგი გიგაშვილი: “ეს ნანატრი დღეც დადგა!”

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ყველაზე დიდი ოცნება აისრულა – დღეიდან ის სტეინვეის არტისტია. სტეინვეის არტისტები მსოფლიოში ცნობილი პიანისტები არიან. მათ რიგებს ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილიც შეუერთდა:
“და ეს ნანატრი დღეც დადგა!
ოფიციალურად ვარ Steinway Artist.”