გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.
რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.
-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული ს ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გასული ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა

ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება იყო ეროვნული იდენტობის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა, დღესაც ამ ბრძოლას გავდივართ, თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა არის მუდმივი პროცესი