ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,არჩევნებში მონაწილეთაგან ჯერჯერობით არავის არ გაუცია პასუხი: საქართველოში დანამდვილებით არმყოფი მოქალაქეების (რისი კონტროლის აბსოლუტური საშუალება აქვს ქოცს) პირად ნომერს რომ დაუწერენ ფურცელზე რამდენიმე ათას ქოცს და მოატარებენ თითოს ოც უბანს არჩევნების დღეს; რეგისტრატორი რომ ხელით შეიყვანს ამ პირად ნომერს და ამოუბეჭდავს ხმის მიცემის ქვითარს ისე, რომ ვერავინ გააკონტროლებს, სინამდვილეში ეს ადამიანი ეკრანზე გამოჩენილი ადამიანია თუ არა; კანონით რომ არის უკვე აკრძალული ამ ყველაფერზე დაკვირვება; მთელი პროცესი, მარკირებიდან დაწყებული ხმის მიცემით დამთავრებული რომ ქოცის კონტროლის ქვეშ არის და ისე რომ გააყალბებს, რომ ვერავინ ვერაფერში გამოიჭერთ, დამკვირვებლის ნასახი რომ არ იქნება არსად, რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას? კაი, თქვენ თავის მოკვლა გადაწყვიტეთ და სხვებს სად ეპატიჟებით? სანამ ამ კითხვაზე არ უპასუხებთ, თქვენი ქოთქოთი არის სირცხვილი. ახლა მოდაში შემოვიდა მოწოდება, აი, გაყალბებულ ოქმებს რომ გამოიტანენ საღამოს ავჯანყდეთო. იმდენი ტვინი ვისაც არ აქვს, რომ ვერ ხვდება, ოქმების გაყალბება არც დაჭირდებათ მანამდე ისეთ ფოკუსს ჩაატარებენ, იმას საერთოდ ჭკუა არ მოეკითხება არაფერში და შეგვეშვით თქვენი ჭირიმე. ოთხში საღამოს გინდა აჯანყდით, გინდა ყირაზე გადადით, გინდა მიწაზე იხოხეთ. გვკიდიხართ! არ წაიღეს მართლა ტვინი?!”
