– რუსეთმა დაკარგა სომხეთი. სომხეთმა ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე. ვხედავთ, რამდენად ხისტად უპირისპირდება ფაშინიანი სომხეთის საპატრიარქოში ფესვგადგმულ პრორუსულ ძალებს.
– რუსეთმა დაკარგა აზერბაიჯანი. ამ ორ სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად გამოუცხადებელი ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა დაიწყო რუსული რბილი ძალის გავლენის (მაგ. სპუტკინი) აგენტების გამოაშკარავება და მათზე ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდება. აზერბაიჯანმა გადაწყვიტა აკრძალოს რუსულ ენაზე სკოლებში სწავლება.
– რუსეთმა დაკარგა სირია და ასადის რეჟიმის სახით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი. პუტინს მოუწია სირიაში მდებარე საზღვაო ბაზებიდან სამხედრო პერსონალის გაყვანა.
– ისრაელ-ირანის ომმა და მასში აშშ-ის ჩართვამ შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა, დაასუსტა ირანის რეგიონული გავლენები და მისი პროქსი ძალები (ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები და ა.შ.). ირანის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შესუსტება გავლენას ახდენს რუსეთზე, რადგან ირანი უკრაინასთან ომში მისი პირდაპირი მოკავშირეა.
– რუსეთმა დაკარგა ყაზახეთი. ტოყაევის მხრიდან სერიოზული დერუსიფიკაცია მიმდინარეობს. რუსული ენა დიდწილად ყაზახურით ჩანაცვლდა, რუსული კულტურისა და რბილი ძალის გავლენა ყაზახეთში ბოლო წლებში შესამჩნევად შესუსტდა.
– რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა ბალტიისპირეთი. სამივე სახელმწიფომ სრულად ჩახსნა რუსულ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულება და გააძლიერა ეთნიკურად/ლინგვისტურად რუსი მოქალაქეების კონტროლის მექანიზმები.
– ჩეხეთმა ასევე სრულად ჩახსნა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. მეტიც, ჩეხეთი უკრაინას ეხმარება და აწვდის სხვადასხვა ტიპის იარაღს.
– პოლონეთმაც სრულად უარი თქვა რუსულ ენერგორესურსებზე და აგრძელებს ტრადიციულ რუსოფობიულ პოლიტიკას.
– პუტინმა მოახერხა და დაშლის მაგივრად, ნატო გააფართოვა. ნატოში შევიდნენ შვედეთი და ფინეთი. რუსეთს ნატოსთან დაახლოებით 1500 კმ-იანი საზღვარი დაემატა.
– რუსეთმა ვერ მოახერხა მოლდოვაში კონსტიტუციური გადატრიალების მოწყობა. წარმატებული სპეცოპერაციის მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის საკითხზე გამართულ რეფერენდუმში პროევროპულმა კურსმა გაიმარჯვა. EU- სთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესშიც მოლდოვას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
– პუტინმა “მოახერხა” და გამოაფხიზლა ევროპა, რომელიც მომავალ წლებში მშპ-ის 5%-ს დახარჯავს თავდაცვაზე, დამატებით ქმნის 900 მილიარდიან ფონდს უსაფრთხოების საჭიროებებისთვის.
– რუსეთმა გერმანიის სახით დაკარგა სტაბილური სავაჭრო პარტნიორი და გადაიმტერა ევროკავშირის ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო. კანცლერად მერცის არჩევა ნიშნავს გერმანიაში რუსული გავლენის შემცირებას და უკრაინის მეტ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
და ამ დროს სადაა საქართველო?
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ სარგებლობს რუსეთის დასუსტებით და მისი გავლენისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, მიზანმიმართულად კიდევ უფრო ღრმად შედის პუტინის უკანალში.
ეს არამხოლოდ გეოპოლიტიკის ელემენტარული კანონების არცოდნა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ სახელმწიფოს ინტერესების ღალატია,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი .