გიგა ჯოხაძე: მოდი, დიდ სურათში შევხედოთ რაღაცეებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ…

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
მოდი, დიდ სურათში შევხედოთ რაღაცეებს.
ში ომის დაწყების შემდეგ:
– რუსეთმა დაკარგა სომხეთი (აზერბაიჯანთან ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უსწრაფესი დაახლოება)❌
– რუსეთმა დაკარგა აზერბაიჯანი (დაკარგა გეოპოლიტიკური კონტროლის ბერკეტი ყარაბაღის სახით, დაკარგა ზანგეზურის კორიდორი, აზერბაიჯანულ სკოლებში რუსული ენის სწავლება აიკრძალა, ალიევი წარმატებით ანეიტრალებს რუსული რბილი ძალის აგენტებს) ❌
– რუსეთმა დაკარგა სირია (ასადს მოსკოვში გაქცევა მოუხდა, რუსული საჯარისო ნაწილები ორი უმნიშვნელოვანესი პორტიდან: ლატაკიიდან და ტარტუდან სრულად გამოძევდნენ. სირიის დაკარგვით რუსეთმა დაკარგა რეგიონში აწყვეტილი თურქეთის დაბალანსების შესაძლებლობა) ❌
– რუსეთმა დაკარგა ირანი (ირანის ბირთვული პროგრამის შეკავებით რუსეთმა, როგორც მინიმუმ, წლების განმავლობაში დაკარგა რეგიონში “კონტროლირებადი ქაოსის” გამოყენების შესაძლებლობა, დასუსტდა ირანის პროქსი ძალები – ჰამასი, ჰეზბოლა, იემენელი ჰუსიტები და ა.შ. შესუსტდა ირანის სამხედრო პოტენციალი, შესაბამისად, უკრაინის ომში ირანული სამხედრო დახმარების პოტენციალი) ❌
– რუსეთმა დაკარგა ყაზახეთი (ტოყაევის მიერ დაწყებული “დერუსუფიკაცია”, რუსული რბილი ძალის შესუსტება, ს ჩინეთით გადაბალანსება, ყაზახური ენისა და კულტურის წახალისება) ❌
– რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა ბალტიისპირეთი (სამივე სახელმწიფომ სრულად ჩახსნა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება და გააძლიერა ეთნიკურად/ლინგვისტურად რუსი მოქალაქეების კონტროლის მექანიზმი) ❌
– რუსეთმა დაკარგა ვიშეგრადის 2 ყველაზე ძლიერი სახელმწიფო (პოლონეთი ევროპის “ახალი გერმანია” ხდება, ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, დღიდან დღემდე აძლიერებს ანტირუსულ კანონმდებლობას. ჩეხეთმა სრულად შეწყვიტა რუსული ენერგორესურსების გამოყენება, მუდმივ რეჟიმში აწვდის უკრაინას შეიარაღებას) ❌
– რუსეთი ახლოსაა ვიშეგრადის დარჩენილი ორი სახელმწიფოს დაკარგვასთანაც (უნგრეთში ორბანს 2026 წელს აქვს და ის ბოლო 15 წლის განმავლობაში არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა დამარცხებასთან, როგორც ახლა. ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან ევროპის კავშირმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან სლოვაკეთის ფაქტობრივი იგნორირების მექანიზმი შეიმუშავა) ❌
– რუსეთმა დაკარგა მოლდოვა (ჩაუვარდა კონსტიტუციური გადატრიალება, ჩაუვარდა ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმი, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და გაწევრიანებაზე მოლაპარაკება გახსნა) ❌
– რუსეთმა დაკარგა რუმინეთი (არჩევნებში ნიკუშორ დანის გამარჯვებამ რუსების საარჩევნო სპეცოპერაცია სრულად ჩაშალა) ❌
– რუსეთმა დაკარგა 80 წლის განმავლობაში ნეიტრალური ფინეთი, რომელიც ნატოს 31-ე წევრი გახდა (რუსეთის საზღვარი ნატოსთან 1200 კმ-ით გაიზარდა)❌
– რუსეთმა დაკარგა 2 საუკუნოვანი ნეიტრალიტეტის ტრადიციის მქონე შვედეთი, რომელიც ნატოს 32-ე წევრი გახდა ❌
– რუსეთმა დაკარგა გერმანია, რომელმაც გამალებული შეიარაღება დაიწყო, შეამცირა რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება და მკვეთრად გაზარდა უკრაინის სამხედრო დახმარება ❌
რუსეთმა მხოლოდ საქართველო მოიპოვა ✅
როცა ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, ივანიშვილი და მისი ხროვა, მთავრობის ყველა წევრი, რეჟიმის ყველა კოლაბორანტი სახელმწიფოს ღალატისთვის გასამართლდება.