გიგა ჯოხაძე: გულისამრევია, როგორ ცდილობენ ქოცები ერეკლეს მისაკუთრებას

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე: 

დღეს ქოცებს ერეკლეს ძეგლი გაუხსნიათ.
უბრალოდ გულისამრევია, როგორ ცდილობენ ქოცები ერეკლეს მისაკუთრებას.
ერეკლეს მშვიდობისმყოფელ, რუსეთთან ურთიერთობების დამლაგებელ მეფედ, ხოლო საკუთარ თავს მისი საქმის გამგრძელებლად წარმოაჩენენ.
მინიმუმ 3 არგუმენტი საპირისპიროს დასამტკიცებლად:
1. ერეკლემ მთელი ცხოვრება ქართლ-კახეთის მტრების განადგურებაში გაატარა.
80-ზე მეტი ომი აწარმოა და 80 წელს მიტანებულ კაცსაც კი ხმალი ხელიდან ვერ გააგდებინეს.
და ერეკლეს ისაკუთრებენ ჩა&მული ქოცები, რომლებიც ყველას აბრალებენ საქართველოს ომში ჩათრევას ოკუპანტის გარდა?
ცოცხალი რომ ყოფილიყო ერეკლე, პირველი თავებს თქვენ დაგაყრევინებდათ, თან უყოყმანოდ.
2. ერეკლეს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების გარდა, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა დარჩენილი.
სამხრეთ-დასავლეთიდან ოსმალები, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ირანელები ქართულ სამეფო-სამთავროებს ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდნენ.
აქ კონტექსტია მთავარი – 1783 წელია. ჯერ რუსებს არც ყველა ქართული სამთავრო დაუპყრიათ, არც აჯანყებები ჩაუხშიათ სისხლში, არც ქართული ეკლესიები შეუღებავთ, არც ენა გაუუქმებიათ, ჯერ არც 1921 წელი ყოფილა, არც 1924, 1937, 1992-1993 და არც 2008. ერეკლემ იმოქმედა იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციაც მაშინ ჰქონდა.
ერეკლესგან განსხვავებით, ქოცები დღეს, 2025 წელს, ღიად რუსულ კურსს და მტერთან კაპიტულანტურ პოლიტიკას აწარმოებენ, დღეს, ს თითქმის 3 საუკუნოვანი სისხლიანი მმართველობის შემდეგ, რამაც მინიმუმ 2 მილიონი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ხოდა, კონტექსტში არ ავირიოთ, მეგობრებო.
3. ერეკლე ურთიერთობდა ევროპელ მონარქებთან იმ დონეზე, რა დონეზეც ეს მაშინ შესაძლებელი იყო. ცნობილია მისი ურთიერთობა პრუსიის მეფესთან, ფრიდრიხ მეორესთან. ყოველ შემთხვევაში, ერეკლეს მაშინ ცდა არ დაუკლია, ევროპელებთან ურთიერთობები გაეღრმავებინა.
ქოცები დღეს, 2025 წელს, საქართველოს მოკავშირეებს და პარტნიორებს ღიად აკარგვინებენ. დღეს, როცა ერეკლეს დროისგან განსხვავებით, ევროპა საკუთარ განუყოფელ ნაწილად გვთვლის.
მტერს მოყვარედ გვასაღებენ და მოყვარეს მტრად. რუსებთან კაპიტულანტური პოლიტიკა, დასავლელი მოკავშირეების ქვეყნიდან გაძევება – ასეთია მათი პოლიტიკა.
ხოდა, ქოცებო სად ერეკლე, სად ჩემი &&&-ო ასეა თქვენი საქმე