– მოლოდინებს ქმნიან, ვინც პარლამენტშია, „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ვაშაძე, რომ „ახლა თუხთუხს განახებთ, ნახეთ, რა ვუქნათ“, მერე მიდის წუწუნი, რომ „ქართული ოცნება“ მინიმალურ სტანდარტს არ იცავს

რამდენჯერ შეიძლება თქვა, რომ გაშიშვლებულია უკვე ხელისუფლება, არ შეიძლება კომიკურად იქცეს ერთი და იგივე ფრაზების გამეორება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციასა და მათი საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
გიგა ბოკერიას თქმით, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობას „ქართული ოცნება“ საზოგადოების მოსატყუებლად გამოიყენებს.
„თუ მოხდება მოულოდნელი რამე და გაირკვევა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საოცარი მიზეზების გამო უცებ მართლა გადაწყვიტა, რომ აქვს პოლიტიკური ნება ცვლილების და თუ იტყვიან, რომ უნდა დავილაპარაკოთ ოპოზიციასთან როგორ უნდა მოხდეს ეს, მაშინ აქვს აზრი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას. ხოლო ეს თუ არ ხდება, მაშინ სიმულაციაში უნდა რომ დეკორაციად გამოგიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოება მოატყუოს, მერე ისევ უნდა მოუტრიალდე და ისევ უნდა ამხილო. მერამდენედ უნდა გააშიშვლო? ტყავს ხომ არ ააძრობენ ბოლო-ბოლო. რამდენჯერ შეიძლება თქვა, რომ გაშიშვლებულია უკვე ხელისუფლება არ შეიძლება კომიკურად იქცეს ერთი და იგივე ფრაზების გამეორება, ამიტომაც მაქვს მე სკეფსისი და თუ მე ვცდები, ეს იქნება ძალიან კარგი სიურპრიზი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიცია მოლოდინებს ქმნის, რომ პარლამენტში „თუხთუხი“ იქნება, თუმცა შემდეგ წუწუნებენ, რომ „ოცნება“ მინიმალურ სტანდარტსაც არ იცავს.
„მოლოდინებს ქმნის ეს ხალხი, ვინც პარლამენტშია, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში, ასევე ვაშაძე, რომ „ახლა თუხთუხს განახებთ, ნახეთ, რა ვუქნათ“, ხოლო მერე მიდის ხოლმე წუწუნი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მინიმალურ სტანდარტს არ იცავენ და ეს ხომ პარლამენტი არ არის. არ შეიძლება ორივე გზავნილი ერთდროულად გქონდეს. თავიდანვე ეს რადიკალური განაცხადი მაინც არ ჰქონოდათ, ესაა რაც იწვევს უსუსურობის განცდას.
თუ ისე მოქმედებ, თამაშის წესები რაც არის, განგაშის ზარებს არ უნდა რეკდე მეორე დღესვე და ყოველ ჯერზე არ უნდა აცხადებდე, რომ ყველა ზღვარი გადალახეს. ესაა, რაც აწყობს ივანიშვილის რეჟიმს, რომ წარმოაჩინოს ეს ნაწილი, როგორც მთელი ოპოზიცია და თქვას, რომ ასეთი ჯამბაზები არიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა