გია ხუხაშვილი – მონოლოგის რეჟიმში ყოფნა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღეს პოლიტიკური ელიტა უშვებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, „ნაცმოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი აღნიშნა. ისაუბრეს „ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე, შედეგებზე, ითქვა, რომ პარტიამ „წარსულ შეცდომებზე ბევრი ისწავლა და გამოიბრძმენდა“. მოუწოდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილი.
სააკაშვილმა თავის მხრივ თქვა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ტოტალური შეტევა უნდა განახორციელოს ოლიგარქატზე, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის ტოტალური გამოხმაურება მოჰყვება. „ნაცმოძრაობამ“ მანიფესტიც მიიღო.
გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები „ნაცმოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით?
– „“ ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო. ეს იყო ერთ-ერთი ის მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც საზოგადოებას დიდი იმედები გაუჩნდა განვითარების, წინსვლის, მაგრამ, ჩვენთან როგორც ხდება, სულ მანკიერ წრეში ვტრიალებთ, და სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში ყველაფერი სერიოზული იმედგაცრუებით დასრულდა.
იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ ხელისუფლებაზე. სამწუხაროდ, სულ ერთ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ, ხელისუფლება ქმნის დიდ იმედებს და შემდეგ ყველაფერი ცუდად სრულდება.
რაც შეეხება „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, „ვარდების რევოლუციას“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, პოზიტივი რაც მოიტანა ამ ყველაფერმა არის ის, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო და სახელმწიფოებრიობის განცდა გაჩნდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა გადახრები ავტორიტარიზმისკენ, დაიწყო ნეგატიური ტენდენციები ადამიანის უფლებების დარღვევასთან და პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით, რამაც გააფერმკრთალა ბევრი რამ, რაც 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“ უკავშირდება.
„ვარდების რევოლუციას“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, პოზიტივი რაც მოიტანა ამ ყველაფერმა არის ის, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო და სახელმწიფოებრიობის განცდა გაჩნდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა გადახრები ავტორიტარიზმისკენ, დაიწყო ნეგატიური ტენდენციები ადამიანის უფლებების დარღვევასთან და პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით, რამაც გააფერმკრთალა ბევრი რამ, რაც 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“ უკავშირდება
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ტაშ-ფანდურს, ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობას“ საზეიმო მაინცადამაინც ბევრი არაფერი აქვთ. ახლა მათი ამოცანაა არა არჩევნებში წარმატების მიღწევა, არამედ პარტიის შენარჩუნება.
ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობაში“ პრობლემებია. ფაქტობრივად, ელექტორალური თვალსაზრისით პარტია გახლეჩილია და ცდილობს შეინარჩუნოს ის, რისი შენარჩუნებაც ახლა შესაძლებელია.
შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობა“ 23 ნოემბერს პირეოსის გამარჯვება იზეიმა. ამას მიაყოლეს მანიფესტის მიღება, რითაც ულტიმატუმი წაუყენეს თანამებრძოლებს, ჩვენ რაღაც დავწერეთ და ვინც მას არ გაიზიარებს, იმათ გავრიცხავთ პარტიიდანო, რაც ჩემი აზრით პოლიტიკური უგუნურებაა.
ულტიმატუმებით არ უნდა ელაპარაკო შენს მხარდამჭერებს. მაგრამ, ასეთია „ნაცმოძრაობის“ ბუნება. „ნაცმოძრაობამ“ ბევრი კარგიც გააკეთა, მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა.
ულტიმატუმებით არ უნდა ელაპარაკო შენს მხარდამჭერებს. მაგრამ, ასეთია „ნაცმოძრაობის“ ბუნება. „ნაცმოძრაობამ“ ბევრი კარგიც გააკეთა, მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა
– მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ მანიფესტი მიიღო, მასზე მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ხელი არ მოაწერეს, რის გამოც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები „ნაცმოძრაობაში“?
– თუ „ნაცმოძრაობაში“ მენეჯმენტი არ შეიცვალა, მე არ ვამბობ, რომ ახლა ვინც არიან ისინი უნდა წავიდნენ და მელია უნდა მოვიდეს. თუ კომპრომისული ფიგურები გაჩნდა „ნაცმოძრაობის“ წიაღში, ვთქვათ, , , რომლებსაც აქვთ უნარი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან კომუნიკაციის. თუ ასეთი კომპრომისული პოლიტსაბჭო ვერ შექმნეს, რისი თეორიული შანსები არსებობს, მაშინ სხვა ვითარება იქნება „ნაცმოძრაობაში“.
თუ კომპრომისული ფიგურები გაჩნდა „ნაცმოძრაობის“ წიაღში, ვთქვათ, ნიკა გვარამია, სოფო ჯაფარიძე, რისი თეორიული შანსები არსებობს, მაშინ სხვა ვითარება იქნება „ნაცმოძრაობაში“
პრაქტიკულად რას გააკეთებენ, ძნელი სათქმელია. რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ პარტიას სააკაშვილის გარდა ჰყავს თავისი მოლარეები, რომლებსაც პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ, მაგრამ, აქვთ ფული. დღეის მდგომარეობით, „ნაცმოძრაობა“ ფულზე გაყიდული პარტიაა. ამ პარტიაში დღეს მთავარია არა იდეები, არამედ ფინანსები.
– „ნაცმოძრაობის“ მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება რას მოუტანს ერთი მხრივ „ნაცმოძრაობას“, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციურ სპექტრს?
– სააკაშვილი შეეცდება „ნაცმოძრაობის“ პარტია არ დაიშალოს. ეს არის მისი მთავარი ამოცანა, იგი არის ამ პარტიაში ერთადერთი გამაერთიანებელი ფიგურა, რომელსაც შეუძლია მეტ-ნაკლებად პარტიის შიგნით დასტაბილურებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგას.
რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს სააკაშვილის გააქტიურება, ჩემი აზრით, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება ქართულ პოლიტიკას კარგს ვერაფერს მოუტანს. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის აქტიურობა უკავშირდება „ქართული ოცნება“ – „ნაციონალების“ ორპოლუსიანი მანკიერი სისტემის შენარჩუნებას. რაც დღევანდელი ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემაა.
სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურება ქართულ პოლიტიკას კარგს ვერაფერს მოუტანს. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის აქტიურობა უკავშირდება „ქართული ოცნება“ – „ნაციონალების“ ორპოლუსიანი მანკიერი სისტემის შენარჩუნებას. რაც დღევანდელი ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემაა
ელექტორატს ალტერნატიული ცენტრებზე აქვს მოთხოვნა. ამომრჩევლის დაახლოებით 30-40%-ს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ, სრულიად არ არის თანახმა, რომ მუდმივად „ქართული ოცნება“- „ნაციონალების“ მანკიერ წრეში იტრიალოს.
სააკაშვილის გააქტიურება ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ ამომრჩეველმა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის აკეთოს.
– ბევრი შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილი პოლიტიკური გააქტიურებისკენ მუდმივად იხრებოდა, მაგრამ, იგი კიდევ უფრო აქტიური მას შემდეგ გახდა, რაც „ლელომ“ მართლაც საინტერესო და აქტუალურ თემებზე თავისი 9 ნაბიჯი გამოაქვეყნა.
ამას შემდეგ მოჰყვა მამუკა ხაზარაძის ფორმულა „შუა უნდა შეიკრიბოს“, რაზეც რამდენიმე დღეა არ წყდება კამათი და მსჯელობა.
რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წლის არჩევნებს, ხელისუფლების და „ნაციონალების“ ინტერესი ერთია – პოლიტიკურ ველზე არ გაჩნდეს ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩეველმა მმართველი გუნდის ალტერნატივად შეიძლება აღიქვას…
– „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ შექმნეს ერთგვარი ანტაგონისტური სიმბიოზი. მე არ ვამბობ, რომ ისინი გარიგებულები არიან. გარიგებულები არ არიან, მაგრამ, აქვთ საერთო ინტერესი, რომ პოლიტიკურ ველზე არ დაუშვან სხვა და ამ ყველაფრით იკვებებიან და ძლიერდებიან.
მათ შორის რაც ხდება, ძალიან გაქვს ნიანგისა და ჩიტის ურთიერთობას. ჩიტი ნიანგს კბილებზე აჯდება და კბილებს უსუფთავებს და იკვებება კბილებში ჩარჩენილი საკვებით. წესით ნიანგი ჩიტს უნდა ჭამდეს, მაგრამ, ასე არ ხდება, დაახლოებით ასეთი ურთიერთობაა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის.
ორპოლუსიანობით ორივე სარგებლობს. „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ხელისუფლებას, ხოლო „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ ველზე მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.
– იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენში პოლიტიკური პროცესი ვითარდება, „ლელომ“ მართლაც საინტერესო და აქტუალურ თემებზე თავისი 9 ნაბიჯი გამოაქვეყნა.
უცნაური გახლდათ ამ ფონზე არა მხოლოდ სააკაშვილის გააქტიურება, არამედ ის, რომ „ლელოს“ 9 ნაბიჯის მიმართ ამომრჩეველს დიდი ინტერესი არ ჰქონია.
რა შეიძლება იყო მიზეზი იმისა, რომ „ლელოს“ 9 ნაბიჯს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და ინტერესი არ მოჰყოლია?
– ამის მიზეზი შეიძლება იყოს ამომრჩევლის ზოგადი სკეპტიციზმი. აქ არა საუბარი იმაზე, ხალხს მოსწონს თუ არაა. შესაძლოა, მოსწონთ კიდეც, მაგრამ არ აქვთ იმედი. პოლიტიკაში ასე არ ხდება.
რაც არ უნდა ჭკვიანური რამ თქვა, თუ პარტიამ ხალხთან არ იმუშავა, იდეების იმპლემენტაცია ამომრჩეველთან არ მოახდინა, ხალხი არ დაარწმუნა, არაფერი არ გამოვა. ამომრჩეველთან მუშაობაა საჭირო. მარტო ბრძნული აზრების გახმოვანება, არაა საკმარისი.
კარგი აზრების მარტო გამოცხადება საკმარისი არაა, ამას შემდეგ კონკრეტულ ადამიანებთან და ხალხთან დიალოგის რეჟიმში მიტანა უნდა. მონოლოგის რეჟიმში ყოფნა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღეს პოლიტიკური ელიტა უშვებს.
აბსურდია, როცა ხელისუფლება ისეთ ფაქტზე, როგორ თამაზ გინტურის მკვლელობაა, ხელისუფლება არ რეაგირებს და „ჩვენზე“ მეტად ქართული ინტერესების გულშემატკივარი გამოდის ევროპარლამენტი. რეზოლუციის მიღებამდე გვესმოდა მმართველი გუნდიდან გაკვირვება თუ რატომ ინტერესდებოდნენ გინტურის მკვლელობით ევროპარლამენტარები
რეალური პოლიტიკაა, როცა ამა თუ იმ პარტიას ხალხთან რეალური დიალოგი და კომუნიკაცია აქვს. არა მხოლოდ ისმენ მათ პრობლემებს, არამედ მათთან ერთად პოულობ გამოსავალს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემებს გადაჭრი. სამწუხაროდ, ამ სამუშაოს ჩვენი პოლიტიკოსების არ ასრულებენ.
– ევროპარლამენტმა ს მიერ მოკლული თამაზ გინტურთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ვიდრე ევროპარლამენტი ამ რეზოლუციას მიიღებდა ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარები კრიტიკულიც კი იყო.
მეტიც, გვახსოვს, პარლამენტში ოპოზიციამ მმართველ გუნდს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზა,, მაგრამ, ეს მაინც ვერ მოხერხდა. ახლა კი ვხედავთ, რომ პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა ამ რეზოლუციის მიღებისთვის ევროპარლამენტარებს მადლობაც კი გადაუხადა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამ თემაზე მმართველი გუნდის პოზიციის შეცვლა?
– ეს არის კოლობორაციონალიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება სიფრთხილეს ეძახის. სინამდვილეში ეს არ არის სიფრთხილე, ეს არის სიმხდალე, ღირსებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ე მანდ რუსები არ გავაბრაზოთ და ავლენ მზადყოფნას ნებისმიერ კომპრომისზე წავიდნენ. ამგვარი პოლიტიკა ქვეყნისთვის საზიანო და დამანგრეველია.
არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თუ შენ ლოიალურად მოიქცევი, იმპერია ამას დაგიფასებს და ჩაგითვლის. ასეთ ქცევას რუსეთი სისუსტედ მიიჩნევს და ამის შემდეგ კიდევ უფრო ცუდ რაღაცებს გააკეთებს და მეტ დათმობებზე გაგხდის იძულებულს წახვიდე.
აბსურდია, როცა ხელისუფლება ისეთ ფაქტზე, როგორ თამაზ გინტურის მკვლელობაა, ხელისუფლება არ რეაგირებს და „ჩვენზე“ მეტად ქართული ინტერესების გულშემატკივარი გამოდის ევროპარლამენტი. რეზოლუციის მიღებამდე გვესმოდა მმართველი გუნდიდან გაკვირვება თუ რატომ ინტერესდებოდნენ გინტურის მკვლელობით ევროპარლამენტარები.
ხელისუფლებამ ბევრი არც არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ამიტომ, არც ახლა არ მაქვს იმის ილუზიაა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლება ევროპის მიმართულებით იაქტიურებს
კარგია, რომ პაპიაშვილმა ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა, რადგან, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ თემაზე დუმილით ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაშიც კი იყენებდა თავს. ხალხის მხრიდანაც ასეთი ქცევა არაადეკვატურად იქნებოდა აღქმული.
როგორც ჩანს, ხელისუფლება იძულებულია ასეთი უღირსი მანევრები აკეთოს მუდმივად. ხელისუფლება ამ მანევრირებაშია და ვერ ყალიბდება, მათ აქვთ არჩეული სამარცხვინო პოლიტიკა. პრორუსების პირდაპირი დემონსტრირებაც არ უნდათ და ასე ცდილობენ ლავირებას.
– ახლა უკვე თითქმის დარწმუნებით ვიცით, რომ 15 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
კანდიდატ ქვეყანას შეუძლია ძალიან ბევრი ბენეფიტები მიიღოს ეკონომიკის განსავითარებლად, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. გაქვთ იმის განცდა, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანა მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამ მიმართულებებზე ხელისუფლება იაქტიურებს?
– 15 დეკემბრამდე საკმაოდ დიდი დროა და ნუ ვიქნებით ასე დარწმუნებული. არ მაქვს და იცით რატომ? იმიტომ რომ ხელისუფლება ქვეყნის სტატუსს იღებს დაუმსახურებლად. ეს ყველამ იცის, მათ შორის ხელისუფლებამ.
ხელისუფლებამ ბევრი არც არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ამიტომ, არც ახლა არ მაქვს იმის ილუზიაა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლება ევროპის მიმართულებით იაქტიურებს.
არც იმის იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დეპოლარიზაციისთვის იზრუნებს, არც იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს, არც იმაზე, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
თუ მოხდა სასწავლი და ამ მიმართულებით ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმები. ჩვენი ამოცანა ხომ ისაა,, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად და ნორმალურად იქცევა. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვყავს ასეთი ნორმალური ხელისუფლება და ამის გამო მაქვს სკეპტიციზმი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც