გია ჭანტურია: ვერასდროს ვერ ვესტუმრე! დიდი ადამიანი იყო და დიდი პოეტი! ძალიან დიდი

გია ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი:
90 იანებია და გვიან ვარაზის ხევში მოვდივარ, მსუბუქად ნასვამი, იმ დროს მიყვარდა ხმამაღლა ლექსების ძახილი ქუჩაში, ჩავდივარ და ტარიელ ჭანტურიას ლექსს ვამბობ:
ხელთ ააქვს მერცხალს, სამოთხის რუქა,
მიტომაც მუდამ ბრუნდება უკან,
მეც დავბრუნდები უცაბედ სტუმრად
ჩემი სიკვდილის იმედი ნუ გაქვთ…..
სწორედ ამ დროს მოპირდაპირე ტროტუარზე ვიღაც კაცი შევნიშნე, ისიც დაბლა ეშვებოდა, ყურადღება მივაქციე და თვალებს არ დაუჯერე, თავად ტარიელი მოდიოდა, გადავირბინე, მივესალმე, გახარებული ვეუბნები, ეხლა ამ წუთში თქვენ ლექსს ვამბობდი ბატონო ტარიელ მეთქი, კი მესმოდა შვილოო, მაგრამ ვინმე რამე სისულელეს იტყვის კი არ უნდა გაიმეოროო, მეხუმრა, არაა სისულელეთქო და კიდევ რამდენიმე მისი ლექსი გავიხსენეთ, ბუკიას ბაღამდე ერთად ვიარეთ, მესტუმრეო მითხრა, ვერასდროს ვერ ვესტუმრე! დიდი ადამიანი იყო და დიდი პოეტი! ძალიან დიდი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ