გვანცა ბუცხრიკიძე კარნეგი ჰოლში

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დაბრაზში – კარნეგი ჰოლში ქართველი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე დაუკრავს:
“ორი კვირის წინ მოსმენა მქონდა, ნიუ-ჯერსში საერთაშორისო კონკურსის და შედეგები მომივიდა ერთი კვირაა. გავხდი პირველი ადგილის მფლობელი “Elite music international competition”-ის და გალა კონცერტები მექნება “კარნეგი ჰოლში”, “მერკინ ჰოლში” და ა.შ.
ვერ გაგიზიარეთ აქამდე, რადგან არ მიმაჩნია სწორად ისაუბრო მუსიკაზე, კონცერტებზე მაშინ, როცა ჩემს ქვეყანაში ასეთი ამბავია… გული მტკივა საშინლად და თითქოს ამ ყველაფრის ფონზე ძველებურად არ მიხარია… მინდა ყველაფერი კარგად იყოს
(კონკურსზე როცა მივდიოდით, მაშინაც კი მე და ჩემი აქაური მეგობარი ვსაუბრობდით საქართველოში რაც ხდებოდა, მაგ ყველაფერზე…)
ბევრს არაფერს ვიტყვი,მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად: ჩემი ქვეყნის ადგილი არის ევროპაში და მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში!
გიზიარებთ პატარა ვიდეოს, მანჰეტენის ორკესტრის ჩანაწერის შემდეგ. სრულ ჩანაწერს იხილავთ მალე Spotify-ზე, Amazon-ზე და სხვა პლატფორმებზე.”