გერმანიის ქალაქ კიოლნში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ კიოლნში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის შეფასებით, საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე საათით მოძრაობა შეიზღუდა. გასულ შაბათ-კვირას მსგავსი აქციები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა და პოტსდამში გამართულ აქციაზე გერმანიის კანცლერი, და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც გამოჩნდნენ.
აქციების გამართვის მიზეზს, საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნება წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსებმა და სხვა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ქვეყნიდან იმიგრანტული წარმოშობის ადამიანების მასობრივი დეპორტაციის იდეაზე იმსჯელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ