გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაშალა – ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაშალა ქვეყნის პარლამენტი – ბუნდესტაგი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი, ვადამდელი ს დღედ როგორც მოსალოდნელი იყო, განსაზღვრა 23 თებერვალი.
შტაინმაიერმა თქვა, რომ ახალი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორი გზაა. მან მოუწოდა პარტიებს წინასაარჩევნო ბრძოლის დროს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული წინასაარჩევნო კამპანიისკენ. სიძულვილს და ძალადობას მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თქვა მან.
ამომრჩევლებს მოუწოდა პრეზიდენტმა, საკუთარი ხმა მისცენ იმის შეგნებით, რომ ის გადამწყვეტი იქნება. შტაინმაერმა გაფრთხილება გამოთქვა გარედან გავლენის თაობაზე.
გერმანიის კანცლერს 16 დეკემბერს გამოუცხადეს პარლამენტში უნდობლობა, რასაც მოჰყვა კოალიციის დაშლა და საბოლოოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ბუნდესტაგის დაშლა წმინდა ფორმალური აქტია, პარლამენტი გააგრძელეს მუშაობას, იანვარსა და თებერვალში კვლავ გაიმართება მორიგი სხდომები. გერმანიის მთავრობაც აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს