გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას სთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, , კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.
გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, და საფრანგეთი ს აღჭურვილობითა და რაკეტებით დახმარებას დაჰპირდნენ, ლატვიამ კი გამოთქვა სურვილი, ინიციატივას შეუერთდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად, უკვე გამოცხადებული 7.1 მილიარდის გარდა, დამატებით 3.8 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო