გერმანიის ახალი სამთავრობო კოალიციის შეთანხმებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა ჩანაწერი.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს.
“საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს”, – ნათქვამია ჩანაწერში.
გერმანიაში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება, რომელიც 140-ზე მეტ გვერდს მოიცავს და სათაურად “პასუხიმგებლობა გერმანიისთვის” ატარებს, ოფიციალურად ბერლინში, პაულ-ლიობეს სახლში წარადგინეს.
