დასავლეთ გერმანიაში სასტუმროს ნაწილი ჩამოინგრა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რვა ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ, მამაკაცი და ქალი არიან.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანკფურტიდან დასავლეთით, დაახლოებით 110 კილომეტრის დაშორებით, კროევში, ღვინის მწარმოებელ ქალაქში, სასტუმრო Reichsschenke Zum Ritter Götz-ის ნაწილი სამშაბათს, დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოინგრა. შენობაში მყოფი 14 ადამიანიდან ხუთმა უვნებლად გამოსვლა მოახერხა. როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa იუწყება, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ორი ქალი, ერთი მამაკაცი და 2 წლის ბავშვი გადაარჩინეს.