გერმანიაში დაიწყო ფერმერების ერთკვირიანი საპროტესტო აქცია

გერმანელმა ფერმერებმა ერთკვირიანი საპროტესტო აქცია დაიწყეს მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ფერმერები აცხადებენ, რომ შეღავათების გარეშე ბევრი მეურნეობა გაკოტრდება.
დღეს, 8 იანვარს, ფერმერებმა ტრაქტორებით და სატვირთო ავტომანქანებით გადაკეტეს არაერთი მაგისტრალი. პოლიციის ინფორმაციით, დილის პიკის საათის დროს ბევრ რაიონში საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო. გერმანიის ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმა იოახიმ რუკვიდმა თანამოქალაქეებს მიმართა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციით გამოწვეულ დისკომფორტს გაგებით მოეკიდონ.
გერმანელმა ფერმერებმა აქციები 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფედერალური მთავრობა აპირებს გაუუქმოს დიზელის საწვავის იაფად შეძენის და საგადასახადო შეღავათები და ამ გზით დაზოგოს ყოველწლიურად 480 მილიონი ევრო. მოგვიანებით გერმანიის მთავრობამ გეგმა შეცვალა და გადაწყვიტა, რომ შეღავათებს ეტაპობრივად და ნაწილობრივ გააუქმებს. ფერმერებმა განაცხადეს, რომ გადასახადების თუნდაც ეტაპობრივად გაზრდა მიუღებელია, ამიტომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
რამდენიმე დღის წინ, ფერმერების ჯგუფმა სამგზავრო ბორანზე დაბლოკა გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი, რომელიც შვებულებიდან ბრუნდებოდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული