გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა – რა თქვა ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის შს მინისტრმა და რას გულისხმობს ბერლინსა და თბილისს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმებულია. დოკუმენტს ხელი საქართველოს და გერმანიის შინაგანს საქმეთა მინისტრებმა მოაწერს. გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა – ეს ის ძირითადი დებულებებია, რომლებსაც ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს. შეთანხმება საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობასაც გულისხმობს. ამოქმედდება სტაჟირების ახალი პროგრამები ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
რას გულისხმობს მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება – დეტალები შინაგანს საქმეთა მინისტრებმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტეს. ვახტანგ გომელაურმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრა და, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, გერმანიის როლზე გაამახვილა ყურადღება.
სტატუსის მილოცვით დაიწყო გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სიტყვით გამოსვლა. ნენსი ფეზერმა მიგრაციისა და მობილობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
განცხადებების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს. ერთ-ერთი საკითხი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებს შორის დასახელება იყო. ამის შესახებ საკანონმდებლო აქტი გერმანიის პარლამენტმა 15 დეკემბერს მიიღო.
ნენსი ფეზერს დღეს პრემიერ-მინისტრიც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, მხარდაჭერისთვის გერმანიის კანცლერისადმი, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. ოფიციალურ შეხვედრაზე, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. , დელეგაციის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, შინაგანს საქმეთა მინისტრმა და გერმანიაში საქართველოს ელჩმა გააცილეს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე, ნენსი ფეზერი ვახტანგ გომელაურს ჯერ კიდევ აპრილში შეხვდა – მაშინ, როდესაც საქართველოს შინაგანსა საქმეთა მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. კოლეგებმა სწორედ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა მიხედვითაც, მიგრაციისა და მობილობის შესახებ ორ ქვეყანას შორის დღეს უკვე შეთანხმება გაფორმდა.

ასევე დაგაინტერესებთ