გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ჭივილიაანები, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გიორგიწმინდასა და სოფელ გლდანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ